24 нояб. 2011 г.

ზიარების საიდუმლო


ზიარების საიდუმლო აღესრულება ლიტურღიის მსახურებაში

საღმრთო ზიარებას მრავალი სახელწოდება აქვს: ევქარისტია, ლიტურღია, პასექი, უფლის სერობა, პურის ტეხა, მღვდელმოქმედება და სხვა.

ზიარების საიდუმლო აღესრულება ლიტურღიის მსახურებაში. ღვთაებრივი ლიტურღია იყოფა სამ ძირითად ნაწილად: პროსკომიდია ანუ კვეთა, კათაკმეველთა ლიტურღია და მართალთა ლიტურღია. ლიტურღიის ასეთი დაყოფა დადგენილი იყო ქრისტიანობის პირველივე საუკუნეებიდანვე.

პროსკომიდიის დაწყების წინ იკითხება შემთხვევის ლოცვები. შემოსვის შემდეგ სასულიერო პირი დაიბანს ხელებს. ხელბანბა ნიშნავს სასულიერო პირის უბიწოებას და სიწმინდეს ღვთისმსახურებაში. წმიდა გერმანე კონსტანტინეპოლელის განმარტებით, ხელბანვა შთააგონებს მღვდელს, რომ წმიდა ტრაპეზთან იგი უნდა მივიდეს სუფთა სინდისით, გონებით და აზრით (ესენი ხომ ჩვენი სულის ხელებია). ამის შემდეგ მღვდელი გადადის საკურთხეველის ჩრდილო ნაწილში ჴ სამკვეთლოში და შეუდგება კვეთას.
. პროსკომიდია არის ლიტურღიის პირველი ნაწილი, რომელიც აღნიშნავს მოტანას. ძველად წირვაზე მოსულ ქრისტიანებს თვითონ მოჰქონდათ ზიარებისათვის საჭირო პური და ღვინო. ეს წეს-ჩვეულება დროთა განმავლობაში შეწყდა, მაგრამ წმიდა ეკლესიამ არ დაივიწყა ძველი კეთილშობილური წეს-ჩვეულება და ამ ადათს პროსკომიდა ამუ მოტანა უწოდა.

პროსკომიდიის შესრულებისათვის საჭიროა შემდეგი საეკლესიო ნივთები: ბარძიმი, ფეშხუმი, ვარსკვლავი, ლახვარი, დაფარნები, ღვინო და ხუთი სეფისკვერი (ერთი ღვთისმშობლის გამოსახულებიანი და ოთხი ჯვრიანი). სეფისკვერი არის მრგვალი აფუებული პური, რომელიც შედგება ორი ნაწილისაგან. სეფისკვერის ეს ორი ნაწილი აღნიშნავს იესო ქრისტეს ორ ბუნებას: ღვთაებრივსა და კაცობრივს. სეფისკვერზე გამოსახულია ჯვარი, რაც ნიშნავს იმას, რომ ის განკუთვნილია საეკლესიო მსახურებისათვის. ჯვრის კუთხეებში აწერია: იესო ქრისტე ძლევა. სეფისკვერის სიმრგვალე აღნიშნავს დიდრაქმასა და სტატირს (ფულის ერთეული) (მთ. 27,24-27) და არის თოთქოს ჩვენი სულების გამოსყიდვის საფასური.

სასულიერო პირი აირჩევს ოთხი სეფისკვერისაგან ერთ-ერთ საუკეთესოს, დაადებს მას მარცხენა ხელს, ლახვრით სამჯერ გამოსახავს ჯვარს მასზე და ამბობს: მოსახსენებელად უფლისა, ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესსა. იესო ქრისტემ დააწესა რა სერობაზე ზიარების საიდუმლო თქვა: ესე ჰყავთ მოსახსენებლად ჩემდა (ლუკ. 23). მღვდელი ან სიტყვებით მიანიშნებს, რომ ის ასრულებს უფლის ანდერძს. სვიმეონ თესალონიკელის განმარტებით მღვდელი ამ მოქმედებით გამოხატავს უფლის მაცხოვნებელ ვნებას ჯვარზე და სამჯერ ამბობს: მოსახსენებელად უფლისა, ღვთისა და მაცხოვარისა ჩვენისა იესო ქრისტესსა. თუმცა სასულიერო პირი ასეთი სახით იწყებს უფლის ვნების გახსენებას, მაგრამ აქ აღსანიშნავია, რომ კვეთის დროს გაიხსენება აგრეთვე ქრისტეს სხვა საქმეებიც. რადგანაც ჩვენ არაფრით არ შეგვიძლია გავიხსენოთ უფლის სიკვდილი, თუ დასაწყისში არ გამოვხატავთ მის შობას, სახარების ქადაგებას, მოციქულთა არჩევას და სხვა საქმეებს, რომლებიც მაცხოვარმა აღასრულა მისი ვნებისა და სიკვდილის შემდეგ, ანუ ეს არის აღდგომა, ამაღლება და სული წმინდის გარდამოსვლა.

წმიდა მართმადიდებელმა ეკლესიამ განსაჯა ლიტურღია შესრულებულიყო ისეთი სახით, რათა იგი შეიცავდეს თავის თავში ძე ღვთისას განკაცების ყველა საიდუმლოს და ყველა მის საქმეს, რომელიც მან აღასრულა და განგვიცხადა ჩვენ დასაწყისიდან ამქვეყნიური ცხოვრების ბოლომდე ანუ შობიდან ამაღლებამდე, მარჯვენით მამისა დაჯდომამდე მოციქულებზე, სული წმიდის გარდამოსვლამდე. ქრისტეს საქმეების ასეთი თანმიმდევრობა გარდა სხვა წმიდა მამებ;ისა, განსაკუთრებით შემოინახეს და გადმოსცეს თავიანთ ლიტურღიებში ბასილი დიდმა და იოანე ოქროპირმა. პროსკომიდია იწყება ქრისტეს შობის გახსენებით. დასაწყისში, ჯერ კიდევ ლიტურღიის დაწყებამდე, ეკლესიაში მოაქვთ სეფისკვერი, რომელიც განასახიერებს ყოვლადწმიდა მარიამს, როდესაც მშობლებმა მიიყვანეს უფლის ტაძარში. სასულიერო პირი ბაძავს რა წინასწარმეტყველ ზაქარიას, დააბრძანებს სეფისკვერს წმიდათა წმიდაში ანუ სეფისკვერის შესანახ ადგილას, რათა ის იყოს მზად კვეთისათვის. ამ დროს ეს სეფისკვერი განასახიერებს წლებს, რომელიც ყოვლადწმიდა ქალწულმა გაატარა ტაძარში. შემდეგ, სასულიერო პირი აიღებს ამ სეფისკვერს და გადააბრძანებს სამკვეთლოზე, ამით განსახიერდება ის წლები, როდესაც ყოვლადწმიდამ გაატარა იოსებთან ბეთლემში, სადაც შვა იესო ქრისტე.

სასულიერო პირი ტარიგს ჩამოაჭრის ოთხივე გვერდს სეფისკვერის ბეჭედთან ახლოს. ყოველი გვერდის ჩამოჭრისას წარმოითქმება ისაია წინასწარმეტყველის სიტყვები (53,7-8). მარჯვენა გვერდის ჩამოჭრისას წარმოითქმება: ვითარცა ცხოვარი, კვლად მიიგვარა... მეორე გვერდის ჩამოჭრისას: და ვითარცა ტარიგი წინაშე მრისველისა თვითისა უხმობელად, ესრეთ არა აღაღებს პირსა თვისსა. ამ მოქმედებით სასულიერო პირი გამოხატავს უფლის სიმტკიცესა და ძლიერებას და ნებაყოფლობით ვნებას. მესამე გვერდის ჩამოჭრისას: რამეთუ სიმდაბლითა თვისითა სასჯელი თვისი მიეღო... (მიიღო არასამართლიანი დასჯა სიკვდილისა ჴ ჯვარზე ვნება) და მეოთხე მხარეს: ხოლო თესლტომი მისი ვინმე მიუთხრას... შემდეგ სასულიერო პირი ჩამოაჭრის სეფისკვერს ქვენა ნაწილს შემდეგი სიტყვების წარმოთქმით: რამეთუ აღებულ არის ქვეყნად ცხოვრება მისი, რაც ნიშნავს ტარიგის დაკვლას. სასულიერო პირის ყოველ მოქმედებაზე დიაკონს უჭირავს რა ოლარი წარმოსთქვამს: აღიღე მეუფეო, დაჰკალ მეუფეო, განაღე მეუფეო... უფლისა მიმართ ვილოცით - უფალო შეგვიწყალენ.

დიაკონი ამ სიტყვებით, როგორც იოანე წინასწარმეტყველი უმზადებდა უფალს გზას, აღძრავს სასულიერო პირს ლოცვისათვის თითქოს ეუბნება: ესე არს ტარიგი ღვთისა. წმიდა გერმანე კონსტანტინეპოლელის განმარტებით დიაკონი მსგავსია ანგელოზისა, რომელმაც უთხრა ყოვლადწმიდას: გიხაროდეს. ტარიგი, როგორც უკვე ავღნიშნეთ არის მრგვალი. ხოლო მის ზემოდან ბეჭედი ოთხკუთხედი, რადგანაც სეფისკვერის შუა ნაწილიდან, ამ ოთხკუთხედიდან უნდა ამოვიღოთ ტარიგი. ეს ოთხკუთხედი ბეჭედი და ნაწილი იწოდება ტარიგად, რომელიც განასახიერებს იესო ქრისტეს ღვთაებრიობასა და ადამიანობას. თუ ეს ბეჭედი და სეფისკვერი თვით ნაწილი ექნებოდა მრგვალი, მაშინ ის განასახიერებდა მხოლოდ უფლის უსასურლობას ანუ დაუსაბამობას და დაუსრულებლობას. მაგრამ რადგანაც უსაწყისო და უსასრულო ძე ღვთისამ ხორცნი შეისხა და გამოაჩინა თავისი ღვთაებრიობა, რომელიც ჩვენთვის მოვიდა, განკაცდა, ჭეშმარიტად ივნო, იყო როგორც ღმერთი და როგორც ადამიანი, ამიტომაც აუცილებელია რათა ბეჭედი და თვით ტარიგი განასახიერებდნენ ღვთაებრიობასა და ასევე აƮ7;ამიანობას; რადგანაც არ იფიქრონ ზოგიერთმა, რომ ადამიანობა ქრისტეში განადგურდა, და რომ ის დარჩა მხოლოდ ღმერთი. მაგრამ ეს ასე არ იყო და ჩვენ ასე არ გვისწავლია. იესო ქრისტე სრულყოფილია ყოველ ჰიპოსტასში. მისი ღვთაებრიობა სრულიად შეერთებულია ადამიანურთან. ამ მიზნით ტარიგი უნდა იყოს ოთხკუთხა და არა მგრვალი და უფუარი. რადგანაც იესო ქრისტე სრულყოფილია: იგი გახდა სრულყოფილი ადამიანი, მიიღო ადამიანური სხეული და სული, რომელიც შედგება ოთხი სტიქიისაგან. მთელი დედამიწა ოთხმხრივადია, თვით ქრისტემაც ქვეყნის შემოქმედმაც მიიღო სხეული, რომელიც შედგება ოთხი სტიქიისაგან. ასე რომ განკაცებულმა სიტყვამ განანათლა მთელი ქვეყანა, ზეცა და დედამიწა, ეს გამოიხატება მისი ჯვარით, რომელზედაც დაილურსმნა, მოკვდა და გვიხსნა ჩვენ და მთელი მსოფლიო.





საღმრთო ზიარება


საღმრთო ზიარება არის უდიდესი საოცრება საოცრებათა შორის, რომელიც ოდესმე შეუქმნია ღვთის ძალას, რამეთუ გარდაემეტება ნორმალური გონების საზღვრებს და წარმოადგენს ღვთის სიტყვის უმაღლეს შემოქმედებას. ზიარება არის უმაღლესი საიდუმლოება. საიდუმლოება საიდუმლოებათა შორის, უმშვენიერესი საიდუმლოება, ყველა საგანძურთა შორის საგანძური; არის უპატიოსნესი საჩუქარი, რაც კი ოდესმე მოუცია ღვთის წყალობას, რამეთუ არის ღვთის განსაკუთრებული ნიშანი სიყვარულისა და რანაირ სხვა უკეთეს ნიშანს მოგვცემდა თავისი სიყვარულისა ქვეყნის მაცხოვარი, გარდა პურისა და ღვინის თავის ხორცად და სისხლად გარდაქცევისა და მათთან ზიარებისა. ეს სიყვარული ისეთია, რომლის განმარტება და აღრიცხვაც არავის ძალუძს.

ზიარების საიდუმლო არის შესრულება მაცხოვრის ანდერძისა, საიდუმლოება, რომელიც თავად იესო ქრისტემ დააწესა დიდ ხუთშაბათს, საიდუმლო სერობაზე, მისი ხორციელი ვნების წინ შემდეგი სიტყვების წარმოთქმისას: “და ვითარცა Ʊ3;ამდეს იგინი, მოიღო იესო პური და ჰმადლობდა და განტეხა და მისცა მოწაფეთა თვისთა და ჰრქუა მათ: მიიღეთ და სჭამეთ, ესე არს ხორცი ჩემი, თქვენთვის განტეხილი მისატევებელად ცოდვათა... და მოიღო სასუმელი და ჰმადლობდა და მისცა მათ და ჰრქუა: სუთ ამისაგან ყოველთა, ესე არს სისხლი ჩემი ახƮ4;ლისა აღქმისა, თქვენთვის და მრავალთაგან დათხეული მისატევებელად ცოდვათა” (მთ. 26,26-28). წმიდა იოანე ოქროპირი ამის შესახებ ამბობს: რომელი მამა ასაზრდოებდა ოდესმე თავის შვილებს თავისი ხორცითა და სისხლით? რომელი მწყემსი გაუნაწილებდა ოდესმე თავის ფარას თავის ხორცს? რომელი ბატონი დაღვრიდა ოდესმე თავის სისხლს და გაიმეტებდა თავის სიცოცხლეს თავის მონების გამოსასყიდად? ჴ ეს აღასრულა მხოლოდ ქრისტემ. იმდენად გარდამეტებულად შეიყვარა ადამიანები, რომ ასეთ უკიდურესობამდეც კი მივიდა.

ასეთი სახით დაადგინა და აღასრულა იესო ქრისტემ პირველად დედამიწაზე ევქარისტიის მღვდელმოქმედება, სადაც როგორც უდიდესმა მღვდელმთავარმა მელქისედეკის ხარისხში შესწირა მამა ღმერთს პურისა და ღვინის სახით თავისი ხორცი და სისხლი და მისცა წმიდათა თვისთა მოწაფეთა საჭმელად, ხოლო მათი სახით ყოველ მორწმუნეს.

ზიარების საიდუმლო ზუსტი სურათია მაცხოვრის მიწიერი ცხოვრებისა ჴ ბეთლემიდან გეთსამანიის ბაღამდე, გეთსამანიიდან გოლგოთამდე, გოლგოთიდან ჴ აღდგომამდე. წმიდა იოანე ოქროპირის თქმით, ზიარების საიდუმლო საკვირველი ნიჭია ქრისტესი, ესაა მაცოცხლებელი წყარო, რომელიც იესო ქრისტეს ლახვრით განღებული ფერდიდან მოედინება. წმიდა მამები ამბობენ, რომ თუ ღვთის წყალობით საღვთო ლიტურღია თავიდან ბოლომდე მოისმინე, დაემხე მიწაზე და ადიდე უფალი მომადლებული დიდ წყალობისათვის.

ყველა სხვა დანარჩენ საიდუმლოებაში მორწმუნეები იღებენ მხოლოდ სული წმიდის ნიჭსა და მადლს. მაგრამ აქ ისინი მიიღებენ თვით სულიერ მადლთა მიმცემელს და ჭამენ ღვთის მხოლოდშობილი ძის ხორცსა და სისხლს, რომლითაც ერთიანდებიან საუკუნო კავშირით და შეიქმნებიან თანაზიარი მისი ღვთაებრივი ბუნებისა (2 პეტრ. 1.4). როგორი ღირსებაა ადამიანისათვის! როგორი პატივი! როგორი საწინდარი ღვთაებრივი სიყვარულისა! როგორი სიმდიდრე მადლთა! მატერიალურ სამყაროში არ არსებობს უფრო მდიდარი და ძვირფასი რამ, ვიდრე საღვთო ზიარება. პლანეტაზე არსებული ყველა განძეული ერთად აღებულიც კი ვერ იყიდის ერთ საღვთო ლიტურღიას, თუნდაც სადღაც მივარდნილი სოფლის უღარიბეს ეკლესიაში შესრულებულს დაუძლურებული ღვთისმსახურის მიერ.

მორწმუნეს თვით ანგელოზთა დასნიც შენატრიან, რადგან მართალია ისინი ღვთის საყდრის წინაშე დგანან და ყოველივეს ხედავენ, მაგრამ მოკლებულნი არიან იმ ბედნიერებას, რაც ადამიანს მიანიჭა უფალმა. ისინი არ ეზიარებიან უფლის სისხლსა და ხორცს. საღმრთო ლიტურღია რომ არ იყოს მზე დაბნელდებოდა და მიწა შეწყვეტდა ნაყოფის მოცემას, სამყაროს აღსასრულის ჟამი დაუდგებოდა, რამეთუ აღარ იქნებოდა პური და ღვინო, რომელიც ყოველდღე შეიწირება სამსხვერპლოზე, ყოველდღე ემსახურება საშინელ სამსხვერპლოში წირვის საიდუმლოს შესრულებას. მორწმუნე ქრისტიანები პურისა და ღვინის სახით ქრისტეს სისხლსა და ხორცს ეზიარებიან. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს რომ უფალმა ჩვენი ცოდვების გამოსყიდვას შესწირა თავისი ხორციელი ბუნება, ჯვარს ეცვა და სისხლი დაღვარა, ზიარების დაწესებით მან დიდი ბედნიერება მიანიჭა ადამიანს, შეაერთა იგი ღვთიურ ბედნიერებასთან და მარადიული ცხოვრების იმედი მისცა უფლის წიაღისაკენ.

Комментариев нет:

Отправить комментарий